გორში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 19 წლის მამაკაცი დააკავეს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, გორის პოლიციაში განცხადება არასრულწლოვანი გოგონას მშობლება 5 თვის წინ შეიტანეს.
როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებული 5-თვიანი ძიების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.