LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არავინ არაფერს მეუბნება, მინდა, შვილი ცოცხალი ვნახო” – საბერძნეთში 16 წლის ქობულეთელ გოგოს ეძებენ

323
გოგონა

ერთ კვირაზე მეტია 16 წლის ქართველი გოგონას მშობლები და ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და პოლიციისგან სიახლეს უშედეგოდ ელიან.

გაუჩინარებული გოგონას მამა ამბობს, რომ მხოლოდ ერთი რამ სურსშვილი ცოცხალი ნახოს. მისი თქმით, პასუხსაც არავინ ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსაც მიმართა და პოლიციასთან. მამის ინფორმაციით, უწყებაში გოგონას პასპორტს ითხოვენ, რაც მის შვილს თან აქვს წაღებული. 

ლ. მ. ქობულეთის რაიონის სოფელ სამებიდანაა, რომელიც საბერძნეთში დედამთილთან, მულთან, მეუღლესთან და 5 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებში ვრცელდებოდა გოგონას მულის განცხადებები, რომ მისი რძალი პაკისტანელთან ერთად გაიქცა. მული ამტკიცებს, რომ მან სოციალურ ქსელში შეტყობინებები წაიკითა. 

16 წლის გოგონას ქმარი კი ამბობს, რომ ის აპირებს, მეუღლე პოლიციას გადასცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g