უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ „არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და არც არასდროს შეეკითხება“.
დავითულიანი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს „ცოტა რაციონალიზმი შეინარჩუნონ“, მისი განმარტებით, მსგავსი განცხადებები აზიანებს მათ ინტერესებს.