LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი – თამაზაშვილი

190
tamari 22

საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

საქმე ეხება ფალსიფიკაციის მუხლით დაწყებულ გამოძიებას, ამ შემთხვევაში კითხვები ეხება მარგო შარაშიძის მიერ ოჯახისთვის მიწოდებულ ე.წ სქრინებს.

ბაჩალიაშვილის ცხედარს ინექციის კვალი არ აღენიშნება: პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს კითხვები უაზრო იყო.

„როგორც ყოველთვის, უაზრო კითხვები იყო. ტელეფონებიც თვითონ აქვთ და „სქრინებიც” და გადამოწმებაც თვითონ შეუძლიათ. მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ, რომ ამ საქმეს შევეშვა. ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდათო, მეკითხებოდნენ, ადვოკატების წინააღმდეგ აქვთ კამპანია, რომ ჩამოაშორონ ადვოკატები საქმეს, რათა სტრასბურგში არ მოხდეს საქმის გასაჩივრება. ისეთი უაზრო კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხი თვითონვე იცოდნენ. ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, პირიქით, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი”. – განაცხადა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, საუბარი ყოფით თემებს შეეხებოდა.

„თეონამ გარკვეულ კითხვებზე პასუხი გასცა, ჰქონდა, თუ არა თამარს და მარიამს ურთიერთობა, რამდენად იყო ინფორმირებული მათი მეგობრობის შესახებ, როდის და როგორ მოხდა მათი კომუნიკაცია, ჩასვლა, წამოყვანა და ძალიან ყოფით თემებზე იყო საუბარი”.- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

როგორც თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა აღნიშნა, პროცესზე ის საკითხები განიხილებოდა, რასაც თავად თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიიჩნევდა საეჭვოდ.

„ჩვენს მიერ დაისვა ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა, რაც გამოძიებისთვის არსებითად დასადგენ გარემოებას წარმოადგენს, შესაბამისად თეონა თამაზაშვილისგან მივიღეთ პასუხი, რომ იყო გარკვეული საეჭვო მონაცემები ამ ფოტოებში, რასაც თვითონ მიიჩნევდა საეჭვოდ და ითხოვდა ამ გარემოებების შესწავლას. თეონა თამაზაშვილის ჩვენებიდან გამომდინარე, ასევე საქმეზე ჩატარებული გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებით, ჩვენ გაგაცნობთ მოგვიანებით გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე,”- აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

ფსიქიკური პრობლემები აქვს, დედას და ადვოკატს მცდარ ინფორმაციას აწვდის: თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g