საქართველოს პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
ბაჩალიაშვილის ცხედარს ინექციის კვალი არ აღენიშნება: პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს
მათივე ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს, იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.
გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. უწყების განმარტებით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.
მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტას ასაჩივრებს