ნიკოლოზ რაჭველი ნატო მეტონიძეს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომლის გადაღების ისტორიასაც იხსენებს.
“ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული ვენის სამედიცინო კლინიკაში, სადაც გართულებების შემდეგ დამატებითი ოპერაცია გახდა ჩემთვის გასაკეთებელი, საკმაოდ რთული. ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი წამომყვა და იყო ჩემი პატრონი, დღე და ღამე თავზე რომ მედგა და მივლიდა… არც კი ვიცი რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია, ტყუპი და-ძმობა უფრო შეესატყვისება ალბათ, რადგან მაგალითად გემოვნებაში გვაქვს 99 კი არა 100 პროცენტიანი თანმთხვევა… ასევე მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი სიღრმე აქვს ბგერაში და ამიტომ გამოსდის ყანჩელი ყველაზე მაგრად!
დღეს მისი საიუბილეო დაბადების დღეა, მე არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო, ამიტომ შორიდან საჯაროდაც (და ცხადია პირადადაც) ვულოცავ, საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!
ნატო მეტონიძეს გაუმარჯოს!!!”, – წერს რაჭველი.