LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთ ექიმს, ჩვენს კლინიკაში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ლევან რატიანი

178
Capture

“ჩვენს კლინიკაში პაციენტის მიერ ექიმის ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში 14 დღის გატარების შემდეგ, მედპერსონალს “კოვიდ19”-ზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა.

საქართველოში ვირუსზე დიაგნოსტირების წესები იცვლება

“თქვენ იცით, რომ ჩვენ, მთელი კლინიკა გადასული ვართ ყაზარმულ მდგომარეობაზე. გუშინ, 14 დღის შემდეგ, მედპერსონალმა დატოვა კლინიკა, მათ ჩაუტარდათ გამოკლვევა კორონავირუსზე და ყველა პასუხი მივიღეთ უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თუ დავიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ყველა პროტოკოლს, ექიმების დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე დავა”, – განაცხადა რატიანმა.

 

უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, უკვე გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვება: “ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს კლინიკიდან ეწერება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g