LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთ მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია, შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი: ბიძინა კულუმბეგოვი ექსპრეზიდენტს შიმშლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

120
მიძინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობას ეხმაურება

“იქ გადავიყვანოთ… აქ გადავიყვანოთ… ეს არაფერს არ ცვლის და რისკებს, რომ შიმშილობის მერე არაფერი არ დაუზიანდება, რომელ კლინიკაშიც არ უნდა იყოს, შიმშილობით ვერსად ვერ გადაარჩენენ.” – აცხადებს მედიკოსი

ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმაურება და ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

” სად იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავისთავად, ეს არასწორი მოთხოვნაა. როგორც ექიმს, პოლიტიკური მიზნების შიმშილობით მიღწევა გაუმართლებლად და არაჰუმანურად მიმაჩნია.”

ის მიიჩნევს, რომ ვიდრე პატიმარი თავად არ შეწყვეტს შიმშილობას, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

მედიკოსის თქმით, მოშიმშილე ადამიანს ვერცერთი ტიპის კლინიკა, მათ შორის ვერც კერძო ვერ დაეხმარება, თუ მან საკვების მიღებით, თავად არ შეუწყო ხელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g