LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო

1819
53783956-2229498217364897-6696170785481949184-o

კორონავირუსმა ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ბევ­რი იბ­რძო­ლა პა­ტი­კომ, ძა­ლი­ან ბევ­რი და მა­ინც ვერ გა­უძ­ლო, ვერ მო­ე­რია. არც ერთი არ და­ინ­დო ვირუს­მა. არც მარ­გო ბებო, არც და­რე­ჯა­ნი, არც პა­ტი­კო“ – წერს სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა “ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე.

როგორც ირკვევა დარეჯანი სახლში უვლიდა 94 წლის დედას და ძმას, პატიკოს.

“დღეს დე­ი­და­ჩე­მი დავ­კრძა­ლეთ. რო­გორც თქვენ არ გჯე­რათ ვირუ­სის, ისე მე არ მჯე­რა, რომ ეს საყ­რდე­ნი გა­მო­მე­ცა­ლა. არც რამე ქრო­ნი­კუ­ლი სჭირ­და, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყო­ჩა­ღი, მუ­შა­ობ­და გი­ჟი­ვით, მი­ლი­ონ საქ­მეს აკე­თებ­და. ყვე­ლას გვე­ი­მე­დე­ბო­და და ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი ეს იყო.

მას რომ გა­უ­ჭირ­და, ვერ ვუშ­ვე­ლეთ. სამი დღის წინ მარ­გო ბებო დავ­კრძა­ლეთ, დღეს და­რე­ჯა­ნი. პა­ტი­კო აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი და იბ­რძვის. გა­უფრ­თხილ­დით ხალ­ხო ერ­თმა­ნეთს, სა­კუ­თარ თავს, ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­თუ­მე­ტეს როცა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია“ – წერ­და მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე.

მოგვიანებით კი პატიკოც იმსხვერპლა ვირუსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g