LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა, დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები – რა წერია სახალხო დამცველის ანგარიშში

50
Untitled design (4)

საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს 2020 წლის ანგარიში წარადგინა. სხვა მრავალ საყურადღებო საკითხთან ერთად, ანგარიშში ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა.

შემაჯამებელ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ:

  • არჩევნები უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა;
  • დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები.

“საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა სუბიექტებს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე; ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე; საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენის აპარატი სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებზეც ამახვილებს ყურადღებას:

“საყურადღებოა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ და თავისუფალ“ არჩევნებად შეაფასა;

ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, საერთო ჯამში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეუთოს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას.

არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. სამუშაო ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული.” – აღნშნულია დოკუმენტში.

აპარატში იმედს გამოთქვამენ, რომ საარჩევნო რეფორმა წარმატებით დასრულდება და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრულად მისადაგებული ფორმით ჩამოყალიბდება.

magti 5g