LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შედეგების პატივისცემა,მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი საფუძველია: არჩილ თალაკვაძე

58
არჩილ-თალაკვაძე

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიღებას “ქართულ ოცნებაში” აფასებენ.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟერა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით და სამომავლოდ, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო.

“მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი საფუძველი მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.” – აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” დემოკრატიული რეფორმების გატარებას მაქსიმალურად განაგრძობს და ამ პროცესს პარლამენტშც უზრუნველყოფს.

პოპულალურები