LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებში ხმას “ქართულ ოცნებას” 11%,”ნაც.მოძრაობას” კი 13% მისცემდა

67

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%, ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია “არ ვიცი” აირჩია 35%, “არც ერთი პარტია” – 14%, “უარი პასუხზე” – 13%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 13%, კოალიცია “ქართული ოცნება” – 11%, ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატები” და “პატრიოტთა ალიანსი” 4-4%, “ლეიბორისტული პარტია” 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – “სხვა”.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები