LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გაჩეჩილაძე: მშენებლობის ბაზარზე შესაძლოა, მიწოდება შენელდეს

767

მშენებლობის ბაზარზე მიწოდება შენელებულია და შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდეს, – ამის შესახებ  რადიო ”ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნესკურიერში” ”გალთ ენდ თაგართის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დეველოპერების დიდ ნაწილს საკუთარი კაპიტალი აქვს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიების მხრიდან ბინების მოშორების ტენდენცია დაიწყოს.

რაც შეეხება ლარის კურისის გავლენით ცვლილებას, გაჩეჩილაძის განმარტებით, ჯერჯერობით ცვლილება დაახლოებით 4%-ის ფარგლებშია.

”არამგონია, რომ ამას დიდი გავლენა ჰქონდეს უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა, 1.75-ანი კურსის შემდეგ აშკარაა, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასებშიც ვხედავთ რომ ძალიან მომრავლდა ”გასაკუთრებული შეთავაზებები”, რაც ფასებზე ზეწოლის მანიშნებელია. შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობის ბაზარზე მიწოდება არის საკმაოდ გაზრდილი ბოლო ორი წლის განმავლობაში და შესაძლებელია ეს ოდნავ შენელდეს, თუმცა რადიკალური ძვრები მოსალოდნელი არ არის” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები