LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გამზარდია: “ვფიქრობ, ეპოქა, რომ ქუჩას შეუძლია ხელისუფლების პირდაპირი პოლიტიკური ცვლილება, ჩვენთან დასრულებულია”

268
BeFunky-collage (11)

“აი ასეთი ეპოქა, რომ ქუჩას შეუძლია პირდაპირი პოლიტიკური ცვლილება ხელისუფლების და აი ამ დონეზე აწევა თამასის, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ეპოქა ჩვენთან დასრულებულია,”  – ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რა დროსაც 3 ივლისის აქცია შეაფასა.

როგორც გამზარდიამ აღნიშნა, გარკვეული შეცდომები მოლოდინებთან დაკავშირებით არის დაშვებული.

“ვფიქრობ, მთავარი რაც ამ აქციების მიზანი იყო-დაფიქსირებულიყო ადამიანების პოზიცია, ყველანაირი ორგანიზების, პარტიული ზედმეტი მხარდაჭერის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიცია სინქრონში არ მოდის ხელისუფლების პოზიციასთან, ეს ყველაფერი დეკლარირებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილი შესანიშნავად შესრულდა.

მე ვფიქრობ, რომ იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული და არა მხოლოდ ორგანიზატორებისგან, რომლებზეც უკვე ორი დღეა მიმართულია კრიტიკის ქარცეცხლი, არამედ მოლოდინებთან მიმართული.

სამოქალაქო აქტივიზმით შემდგარი აქცია არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის არის სრული ციკლის შემსრულებელი, ამას თავისი განვითარების საფეხურები გააჩნია. ეს არის მთელი პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ნაწილი.

ამიტომ მოლოდინები თავისთავად, იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო აქტივისტებს შეუძლიათ მთელი პოლიტიკური ციკლი შეასრულონ, არასწორია.

შესაძლოა არ ვარ მართალი, მაგრამ მაინც მგონია, აი ასეთი ეპოქა, რომ ქუჩას შეუძლია პირდაპირი პოლიტიკური ცვლილება ხელისუფლების და აი ამ დონეზე აწევა თამასის, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ეპოქა ჩვენთან დასრულებულია.

ადამიანები რაღაც ეტაპამდე შეიძლება გაჰყვნენ აქციებს, მაგრამ აი ამ წინადადებებისკენ უკვე ადამიანები არ მიდიან და რამდენჯერმე ეს გამოჩნდა კიდეც. ამიტომ ასეთი აქციების და კამპანიების მისიის დაგეგმვის დროს ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ არა ტექნიკური მთავრობის თემა, არა პრემიერის გადაყენება, რაღაც სხვა არის მისაგნები.

ჩვენ თუ ევროპულ მოდელებზე ვილაპარაკებთ იქ კარგად ვნახავთ, რომ სამოქალაქო აქტივიზმით შემდგარი, მძლავრი საპროტესტო აქციების მიზნები საკმაოდ ლოკალურია.

ერთ კონკრეტულს, შესაძლებელს ემსახურება და არ არის სახელმწიფოს მართვის ცვლილებებზე დაყვანილი.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საფრანგეთის შემთხვევები წინა წლებში და ვნახავთ, რომ 100 000-ობით გამოსული ადამიანი, რაღაც ძალიან კონკრეტულ მიზანზე იყო ორიენტირებული და იქვე ჰქონდათ გამზადებული გეგმა, იმისათვის, რომ გარკვეულ შეთანხმებაზე მაინც ყოფილიყო ორიენტირებული ხელისუფლებასთან. მსგავსი აქციების პრინციპი ეს არის,” – აღნიშნა გამზარდიამ.

არჩილ გამზარდიამ “ფორტუნას” ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქციები შეაფასა და განმარტა:

ამ წუთისათვის, რადგან პროცესი შეჩერდა და კონსულტაციები მიდის, ვფიქრობ, ეს ამ მომენტისათვის გონივრული გადაწყვეტაა იმიტომ, რომ უშედეგო, არასწორ მიზნებზე ორიენტირებული ძალისხმევა ჯობს ამ ეტაპზე შეჩერდეს. დამშვიდდეს სიტუაცია და მერე ალბათ უნდა იპოვონ სხვა გზა.

ზოგადად, მედია იქნება, საზოგადოებრივი ჯგუფები, პოლიტიკური ჯგუფები, თუ ზოგადად მოქალაქეები, უნდა მივაგნოთ სწორ სტრატეგიას და ეს სტრატეგია არის დღეს არა ის, რომ ვიღაცამ ეს ხალხის მასა მართოს, არამედ საჭიროა ურთიერთთანამშრომლობის ფაქტორი,” – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

არჩილ გამზარდიას შეფასებითვე, პროცესი იმდენად შორს არის წასული, რომ ერთი ხელის მოსმით ეს პროცესი ვერ გამოსწორდება და ვერც გადაწყდება.

“ჩემი მიდგომა უფრო კომპლექსურია, ჩვენ გვჭირდება კომპლექსური განახლება. თუ გინდა, რომ სახელმწიფოს მართვის სისტემა განაახლო, პირველ რიგში, განახლება აი ამ სურვილმა უნდა დაიწყოს.

მოკლევადიან პერსპექტივაში მე შედეგიან პერსპექტივას ვერ ვხედავ, პირდაპირ გეტყვით.

ეს უნდა იყოს ცოტა შუალედური და გრძელვადიანი პროცესი, სადაც მოვერგებით ახალ პოლიტიკურ ეპოქას, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით აი ეს პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ვერ მოერგნენ.

ამიტომ მნიშვნელოვანია გააზრება, იმისა, თუ როგორია პარტნიორობა მოქალაქეებთან ერთად და რომ ადამიანები ასე მარტივად არ მოკიდებენ ხელს ერთმანეთს, რადგან პირველ ნაწილში შენ გამოგყვა ათასობით ადამიანი, არ ნიშნავს, რომ წინადადების მეორე ნაწილშიც ისინი ბრმად მოგყვებიან. არა, უბრალოდ დაგტოვებენ და წავლენ.

თანამშრომლობის იდეა უნდა იყოს გააზრებული და აქედან გამომდინარე, უნდა გაკეთდეს შეთავაზებები.

სანამ პარტნიორობამდე არ მივალთ, იქ იქნება მხოლოდ ერთი ჯგუფის მიზნების სხვებზე მორგების მცდელობა, რაც აქამდე გვაქვს ხოლმე და ასევე პროცესი ვერ ხორციელდება ამას კი ვხედავთ,” – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g