LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ მარშანია: „თუ იცით ვინმე რეზიდენტი, რომელიც კარგად სწავლობს, არის  სახელმწიფო რეზიდენტურაში და ფინანსურად უჭირს, პირადად დავუფინანსებ სწავლას!..“

196
არჩილ ამრშანია

ექიმი არჩილ მარშანია მზადაა, ერთ ადამიანს, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და რეზიდენტურის გასაგრძელებლად თანხა არ აქვს, სწავლა დაუფინანსოს:

„საქართველოში რეზიდენტურის გავლა არის ჯოჯოხეთი.

ფული არ გაქვს, მუშაობ რომ რეზიდენტურის ფული გადაიხადო, რომ მუშაობ რეზიდენტურისთვის დრო არ გრჩება და ა.შ.

გავიარე ეგ ეტაპი თავად და ბევრი ადამიანი იყო ჩემს გარშემო ვინც ეგრე ვწვალობდით.

ფული არ გვქონდა და სწავლა გვინდოდა.

ამიტომ თუ იცით ვინმე რეზიდენტი, რომელიც კარგად სწავლობს, არის  სახელმწიფო რეზიდენტურაში და ფინანსურად უჭირს, პირადად დავუფინანსებ სწავლას.

კრიტერიუმები:

მონდომებული ადამიანი რომელიც კარგად სწავლობს;

ირიცხება სახელმწიფო რეზიდენტურაში (არა კერძოში);

ფინანსურად უჭირს მოდულების თანხის გადახდა.

არავითარი ვალდებულება მას ამ დახმარების გამო არ ექნება, გარდა ერთისა, როდესაც დაამთავრებს და გახდება წარმატებული ექიმი, თვითონაც იპოვოს ერთი რეზიდენტი და დაეხმაროს.

ამ ვალდებულების აღსრულების მექანიზმი იქნება საკუთარი სინდისი და არა რაიმე იურიდიული ხელშეკრულება

მოკლედ, თუ ვინმე იცით ვინც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს მომწერეთ პირადში.

როგორ მოხდება შერჩევა, კონტროლი და ა.შ. ყველა დეტალს გავივლი პმ.

აბა, ჰე, აბა, ჰო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g