LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

144
Untitled design

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრობა“ დატოვა. აღნიშნულს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეხმაურება.

„დღეს მსურს გაცნობოთ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.. მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში“ - ნიკა მელია

„ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლატფორმებიდან და ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება.“

თალაკვაძის თქმით, „ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია, რაც კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს!

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ გითხრათ ახლა, ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმას მიიღებს-თქო, არ ვიქნები მართალი – არჩევნებისთვის რაღაც ფორმას მიიღებს. მე ასე ვხედავ – სააკაშვილი ცდილობს მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს ლეგენდა, რომ ის არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. მანიფესტი კი გამოაქვეყნა, მაგრამ ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში დაშლის მანიფესტი გამოვიდა.

დანარჩენები ფიქრობენ, რომ იგი არ არის ლიდერი, ვერ გაუძლო პატიმრობას, არათანმიმდევრულია განცხადებებში. ხან დავრდომილად წარმოაჩენდა თავს, შემდეგ თქვა, რომ ვინ გაბედა, ჩემი დავრომილად წარმოჩენაო. არადა, ფულს იხდიდა ამაში მისი ოჯახი. მისი თანაგუნდელები კი ბევრად მეტი ხანი იჯდნენ საპატიმროში და მათ ბევრად ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, ამ ადამიანმა დაკარგა ლიდერის პოზიცია. ეს ხომ დაინახეს დანარჩენმა ჯგუფებმა, დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის გადანაწილება – ეს არის „შავი ფული“, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც ჰყავდა შეყვანილი პოლიტსაბჭოში, დააპატარავეს პოლიტსაბჭო. მოკლედ, რომ გითხრათ, ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება, არ იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები