LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: ვინ წავა უკრაინაში უმრავლესობიდან, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს

118
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მზად არის უკრაინაში ჩავიდეს, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

მისივე თქმით, ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, თავად ქვეყნის, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, სახელისუფლებო გუნდი მზად არის, რა თქმა უნდა, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის და იმ მძიმე ადამიანური დანაკარგების გამო, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ.

ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, თავად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარწმუნებთ ჩავალთ ის ადამიანები, რომლებსაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და შეძლებს, რომ საკუთარი პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატოს უკრაინაში.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არასოდეს, არც წარსულში, არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მზადყოფნაც სათანადო დროს ის ჩავიდეს უკრაინაშიც.

როდესაც ის დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას. გარწმუნებთ საქართველო ყველა დონეზე საკუთარ პოზიციას ღირსეულად გამოხატავს.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაეგზავნა, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები