LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება, მზად ვართ, უკრაინაში წავიდეთ

103
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რომ „როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება“, უკრაინაში ჩავლენ.

როგორც მანვე აღნიშნა, საკითხი უმრავლესობამ განიხილა.

„საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ – საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, უმრავლესობის საპარლამენტო შემადგენლობიდან, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაეგზავნა, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

არის თუ არა მიზანშეწონილი, უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში: სტეფანჩუკი პაპუაშვილს რუსთაველის სიტყვებით მიმართავს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები