LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბათუმის სიმღერა, რომელიც კლასიკაა, ჩავწერე დუეტში ფათუნა ბუშიჰედთან” – ნიკოლშოუ

499
nikolshowudeuti-2020-07-15-07-58-08-626699

30 დეკემბერს რადიოს „არ დაიდარდო“ეთერს გია ნიკოლაძე სტუმრობდა. წინასაახალწლო გადაცემაში „არის 2022“ ნიკოლშოუს და ფატუნა ბუშიჰედის სიმღერის „ბათუმი“ პრემიერა შედგა.

-გია, როგორია წინასაახალწლო განწყობა?

-გურიაში ვხვდები ახალ წელს, გარკვეული სიურპრიზებით და ვნახოთ როგორ ჩაივლის.


-როგორი იყო შენთვის 2021 წელი?

-ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ 2021 წელს და ამ მხრივ ძალიან მძიმე იყო, რაღაც მინიშნებებიც მივიღე ბუნებისგან. მე თვითონ 21 მარტს ვარ დაბადებული, 2021 წელია და ამიტომ  განწყობილი ვიყავი, რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო  და წლის დასრულებამდე  ასეთი განწყობით და მოლოდინით ვარ.

-ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე…

-ბათუმის სიმღერა, რომელიც კლასიკაა, ჩავწერე დუეტში ფათუნა ბუშიჰედთან. თავიდან არ მთანხმდებოდა, თუმცა ჩემი დაჟინებული თხოვნით დავიყოლიე.

 

ნიკოლშოუ & ფატუნა – ბათუმო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გია ნიკოლაძე (ნიკოლშოუ). საახალწლო გადაცემა “არის 2022”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g