„დიდი სცენის“ ფინალი გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა. მუსიკალური კონკურსი საინტერესო ნომრით გაიხსნა. ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად „დიდი სცენის“ ყოფილმა კონკურსანტმა, ომა ფავორმა „საით მიდიხარ“ შეასრულა. მას სცენაზე პროექტის ჟიურის წევრები, ერეკლე დეისაძე და ნატო მეტონიძე შეუერთდნენ, რომელთა გამოჩენას განსაკუთღებული ოვაციები მოჰყვა.