LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2019 წელს იყო ბევრი ცუდი, მაგრამ ამავე დროს ამ ყველაფერმა ძალა შემმატა” – ლოლა წერეთელი

364
radio-dueti-lola-wereteli-news21

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას ,,რადიო დუეტი” სიმღერის პრემიერით და მრავალფეროვანი სამომავლო გეგმებით მომღერალი ლოლა წერეთელი სტუმრობდა.

ლოლა, როგორ განწყობაზე ხარ?

ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, რადგან ძალიან მაგარი სიმღერა მოგიტანეთ დასაპრემიერებლად.

გასტროლებით დატვირთული ცხოვრება გაქვს, მოგვიყევი ამის შესახებ?

ახლახან ზედიზედ ორჯერ ვიყავით ერევანში მე და აჩი ფურცელაძე, ძალიან სასიამოვნო საღამოები იყო, ძალიან მოეწონათ აჩი, შემდეგ ვიყავით ისრაელში. 23 ნოემბერს ილო თოფურიასთან ერთად ჰოლანდიაში შევხვდები, გიორგობის დღესასწაულს იქ აღვნიშნავთ. 30 ნოემბერს კი მოსკოვში მივდივარ.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები