LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ,,ერისიონის”  გრანდიოზული სოლოკონცერტი გაიმართება

112
ერისიონი

გადაცემას ,,რადიო დუეტი” ანსამბლ ,,ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და ანსამბლის წევრები სტუმრობდნენ. 28 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში  ,,ერისიონის”  გრანდიოზული სოლოკონცერტი გაიმართება, სადაც მაყურებელს განახლებული პროგრამა ელოდება.  ანსამბლ ,,ერისიონის” კონცერტის რადიო პარტნიორია რადიო ,,არ დაიდარდო”.

გადაცემის ფარგლებში გაჟღერდა ცოცხალი შესრულება, ასევე დაპრემიერდა ანსამბლის ,,გურული პოპური”.  ინტერვიუს ფარგლებში გავარკვიეთ, რომ მომავალი 2020 წელი ,,ერისიონის” წლად უნდა გამოცხადდეს, რადგან ანსამბლს 135 წელი უსრულდება.

 როგორი  იყო ,,ერისიონისთვის” 2019 წელი?

2019 წელი ერისიონისთვის ნაყოფიერი წელი იყო იქედან გამომდინარე, რომ გვქონდა ბევრი კონცერტი. ყოველთვის საინტერესოა ჩვენს ქართველ მაყურებელთან შეხვედრა, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც წელს არა ერთი კონცერტი ჩავატარეთ, ისინი ყოველთვის თბილად და განსაკუთრებულად გვიღებენ. ქართველი მსმენელი ყველაზე პრეტენზიულია ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით ხოლმე, ისინი უმნიშვნელო სიახლესაც კი ამჩნევენ. ქართველი მაყურებლისთვის ორგანულია ეს ყველაფერი და ყველაფერს გრძნობენ, რაც ძალიან სასიხარულოა.

ჩინეთის გასტროლზეც რომ მოგვიყვეთ, როგორ ჩაიარა?

სექტემბრის თვეში ვიყავით ჩინეთში, რომელიც ანსამბლის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და ხანგრძლივი მოგზაურობა იყო. ვიცეკვეთ ფესტივალ ,,მთვარის დღესასწაულზე”, კონცერტს თვალს ადევნებდა 600 მილიონი მაყურებელი, ჩინეთის რეიტინგული ტელევიზიიდან (CC TV). მეორე დილით კი დაახლოებით 87 მილიონი ნახვა ჰქონდა. რაც შეეხება კონცერტებს ტარდებოდა დიდ დარბაზებში, ძალიან თბილად მიგვიღეს. (გადაცემა ვრცლად… ლაივჩანაწერი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები