,,მადლობა ნუგზარ და გიორგი ერგემლიძეებს არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის და ყველას ვინც ჩემი გულშემატკივარია" - ბესო კალანდაძე პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი ქალები” ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ბესო კალანდაძე სტუმრობდა. მან რადიო ,,არ დაიდარდოს’’ მუსიკალურ ბაზას, კიდევ ერთი ნამუშევარი შემატა. ეთერის მსვლელობისას რამდენიმე ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა. სიმღერა სახელწოდებით, ,,ლურჯთვალება ია’’ და ,,განთიადები’’.

ამხელა ისტორია დაგვიტოვეთ.. ,,ვია 75’’ ფაქტიურად ბესო კალანდაძის გარშემო იყო, რას ნიშნავს თქვენთვის ეს პასუხისმგებლობა?

პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. თუმცა, ერთ რამეს დავამატებდი. ვია 75 თუ შედგა, როგორც კოლექტივი ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო. ყველას წვლილი იყო ამაში. პირველ რიგში უდიდესი წვლილი ჰქონდა, რა თქმა უნდა ბატონ რობერტ ბარძიმაშვილს. მან აუარებელი მარგალიტები დატოვა. ის ერთადერთი ადამიანია ვინც, ორვარსკვლავოსანი კოლექტივი ჩამოაყალიბა.

როდესაც ვისაუბრეთ, რომ სტუდიაში სიმღერა ცოცხლად უნდა გემღერათ, გადაწყდა, რომ თქვენი და ჩვენი საყვარელი ,,ლურჯთვალება ია’’ შეგესრულებინათ, როგორ შეიქმნა ეს სიმღერები?

კომპოზიტორი არის ჩემი მეგობარი, საოცრად ნიჭიერი კაცი, გია მაჭარაშვილი. ტექსტი ნუგზარ ერგემლიძეს ეკუთვნის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ამ არაჩვეულებრივი სიმღერის შექმნაში.

სიმღერა მოგვიტანეთ, რომელიც რვა წლის უკან ჩაიწერა, მოგვიყევით ამის შესახებ..

სიმღერას ჰქვია ,,ჩემი ნახატი’’. ტექსტის და სიმღერის ავტორი, ნუგზარ ერგემლიძეა. არანჟირება მის ვაჟს, გიორგი ერგემლიძეს ეკუთვნის. მადლობა ორივეს არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის და ყველას ვინც ჩემი გულშემატკივარია. ასევე, უღრმესი მადლობა თქვენ.

 

ბესო კალანდაძე – ჩემი ნახატი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ბესო კალანდაძე – ლურჯთვალება ია. Live

 

ბესო კალანდაძე – განთიადები. Live

 

ბესო კალანდაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები