თაკო მელიქიშვილმა რუსეთში პოპულარულ ბითბოქსერ ვახტანგთან ერთად დუეტი ჩაწერა

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ უნიჭიერესი კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი ესტუმრა.  სწორედ მას ეკუთვნის სიმღერა ,,მერე”, რომლის პრემიერაც რადიოს ეთერში გაიმართა და რომელსაც მომღერალი თაკო მელიქიშვილი რუსეთში პოპულარულ ბითბოქსერ  ვახტანგ კალანდაძესთან ერთად ასრულებს.

ცირა ბზიშვილი:

დიდი ხანია ამ სიმღერას ვამზადებთ, რადგან დუეტზე მუშაობა მოგვიწია დისტანციურად. მე და შენ გვიწევს ამბის მოყოლა რა როგორ იყო, ამიტომ ამაზე ერთად უნდა ვისაუბროთ. უკვე ისე გიცნობ და ვიცი შენი ხმის ტემბრი, რომ სიმღერის არჩევა არ გამჭირვებია. მახსოვს, როდესაც მოხვედი მე დავუკარი, შენ კი ტექსტი ისე უშეცდომოდ იმღერე, რომ სერიოზულად გავოცდი. სიმღერა თავიდან იყო სოლო, თუმცა, როდესაც სიმღერას ვწერდით, შემოგთავაზე რამოდენიმე ვერსია, საქართველოში მოღვაწე რეპერების, მაგრამ შემდეგ მითხარი, რომ არსებობდა ასეთი ადამიანი ვახტანგ კალანდაძე, რომელთან ერთადაც დიდი სიამოვნებით იმღერებდი. ვამაყობ, რომ ეს ადამიანი ქართველია და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მას ჩემგან. სიმღერა გამოვიდა კარგი განწყობის, ისეთი, რომელიც აგაცეკვებს.

თაკო მელიქიშვილი:

სამი წელია დიდი სურვილი მქონდა სიმღერის ჩაწერის და ველოდებოდი ცირას, როდესაც მან დამირეკა  და მის სტუდიაში მივედი, ისე შევასრულე სიმღერა  გავაოცე კიდეც. შენ ზუსტად იცი რაზე მემღერება, რას ვგრძნობ და როდის რა მიხარია, ეს არის ყველაზე მთავარი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე და ჩვენი დუეტის პრემიერა. შოთა მაისურაძეს დიდი მადლობა, რომელმაც შეგვისრულა გიტარის პარტია და ასევე მადლობა ზურა ციციშვილს, რომელიც კლიპზე იმუშავებს. სიმღერა არის იმაზე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან მერე გვიან იქნება. მუსიკა, ტექსტი, არანჟირება ეკუთვნის ცირას.

მინდა აღვნიშნო, რომ ვახტანგი საკმაოდ წარმატებულია რუსეთში, გვიამბე შენს სიახლეებზე, რომელზეც მუშაობ…

ვახტანგ კალანდაძე:

მაქვს ძალიან ბევრი დუეტი, მაგრამ გამოვყოფდი ვალერი მელაძესთან ერთად შესრულებულ დუეტს, რადგან ეს იყო ჩემთვის სტარტი, რომ უფრო წარმატებული ვყოფილიყავი. ასევე მაქვს დუეტი ვიაგრასთან. რაც შეეხება ჩვენს დუეტს, ის არის ძალიან ლამაზი და კარგი. ძალიან მენატრება თბილისი, გამახსენდა ჩემი ქუჩა, ჩემი სოლოლაკი. მინდა გითხრათ, რომ  გულით ყოველთვის თქვენთან ვარ. ვაპირებ დაახლოებით სამ თვეში ჩამოსვლას და ვგეგმავ კონცერტს.

ცირა:

მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს რადიოს, სადაც ფეხი აიდგა ჩემმა შემოქმედებამ, ყოველთვის ჩემი სიმღერები ექსკლუზიურად თქვენთან პრემიერდება. სანამ ჩემს საქმეს გავაკეთებ რადიო ,,არ დაიდარდო” იქნება ის ამოსავალი წერტილი, რომელიც ხალხამდე მიიტანს ჩემს სათქმელს.

 

თაკო მელიქიშვილი & ვახტანგ – მერე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თაკო მელიქიშვილი, ცირა ბზიშვილი და ვახტანგ კალანდაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

რეკლამა: 0:05