LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინაში რუსეთის საელჩოდან 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს

90

არგენტინაში, ბუნოს-აირესში მდებარე რუსეთის საელჩოდან  400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკები 12 ჩემოდანში იყო მოთავსებული ამის შესახებ  Abc News-ი იუწყება.  აღნიშნულ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს. რუსეთისა და არგენტინის შესაბამისი უწყებების ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ორი პირი არგენტინაში, ხოლო ოთხი რუსეთში დააკავეს. ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამბავი მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი საქმის დეტალების გაჟღერებას პრესკონფერენციაზე გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g