LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარსელის პორტში აღმოაჩინეს 528 კილოგრამი კოკაინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ევროა

89
კოკაინიმარსელი

მარსელის პორტში კონტეინერში, რომელიც მარტინიკიდან საფრანგეთში გაიგზავნა, 528 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ნაპოვნი კოკაინის ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ევროს აღწევს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

464 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკი რბილი ავეჯის ნაწილებში იყო მოთავსებული. კოკაინის აღმოჩენა საბაჟოს კინოლოგიური ბრიგადის ძაღლის დახმარებით მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები