არგენტინელი წყვილი 110კმ/სთ მოძრავ ავტომობილში სექსით დაკავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ხუხუის პროვინციაში მოხდა. ექსტრემალი წყვილი ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა და ისინი ერთ-ერთმა გამვლელმა დააფიქსირა. როგორც ვიდეოზე დართულ კომენტარშია ნათქვამი, გზა სადაც წყვილს სექსით დაკავება მოუნდა, საკმაოდ საშიშ ადგილად ითვლება და ყველაზე მეტი ავარიაც სწორედ იქ ხდება. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა – შეყვარებულები საფრთხეს არამხოლოდ საკუთარ თავს არამედ გზაზე მოძრავ სხვა ავტომობილებსაც უქმნიდნენ.