LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან ადამიანები, ვისთანაც გინდა მიხვიდე და თანაგრძნობით ჰკითხო, ძალიან რთულია უჭკუოდ ცხოვრება?!” – ცნობილი პერსონები ცხოვრებასა და ადამიანებზე

124
„არიან ადამიანები, ვისთანაც გინდა მიხვიდე და თანაგრძნობით ჰკითხო, ძალიან რთულია უჭკუოდ ცხოვრება! - ცნობილი პერსონები ცხოვრებასა და ადამიანებზე

„ცხოვრება რთულია და კიდევ უფრო რთულდება, როცა იმ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, ვისაც შენი არ ესმის”, – აღნიშნა დებორა დევისმა რომანში „სამკურნალო ეფექტი”. საინტერესოა, რას ფიქრობენ სხვა ცნობილი პერსონები ცხოვრებასა და ადამიანებზე.

„არიან ადამიანები, ვისთანაც გინდა მიხვიდე და თანაგრძნობით ჰკითხო, ძალიან რთულია უჭკუოდ ცხოვრება?!” (ჯერომ სელინჯერი, ამერიკელი მწერალი)

„თუ ქალი მამაკაცს ეუბნება, რომ ყველაზე ჭკვიანია, ე.ი. ზუსტად იცის, რომ მეორე მსგავს იდიოტს ვეღარ მონახავს” (მარია კრუსი, ბრაზილიელი მწერალი)

„ჭკვიან ადამიანთან საუბრისას, ყოველთვის ბრიყვულად გრძნობ თავს, ბრიყვთან ლაპარაკისას კი, გრძნობ ნელ-ნელა როგორ ბრიყვდები” (ჯონ სიბუკი, ამერიკელი მწერალი, გამოცემის The New Yorker-ის ჟურნალისტი)

„მოერიდე უგუნურებს, რომლებიც საკუთარი უგუნურობის დასაფარად ყოველთვის შენ მოგედავებიან” (რობერტ კორმიე, ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი)

„ბევრი დარდობს საკუთარ გარეგნობაზე, მაგრამ საკუთარი უინტელექტობა არავის ადარდებს” (ჯონ ბელერსი, ამერიკელი მწერალი)

„ცხოვრება ძალიან ცოტაა, რომ შურიან, დაბოღმილ ადამიანებზე დახარჯო, თავისი უბედურებაც ეყოფათ, როცა შენი კარგად ყოფნით გამწარდებიან” (ტომ ჰარდი, ბრიტანელი მსახიობი)

„ბრბოს მხოლოდ ის ეტმასნება, ვინც მარტო არაფრად ვარგია” (პოლ მაგალენი, ფრანგი მწერალი)

„მთავარია, ცოცხალი სიცოცხლით იცხოვრო და არ დაემსგავსო იმ მიცვალებულებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ, რომ ცოცხლები არიან” (ჯენის ჯოპლინი, ამერიკელი მუსიკოსი)

„შურიანები ისე ცხოვრობენ, როგორც შეუძლიათ და ყოველთვის მათი შურთ, ვინც ისე ცხოვრობს, როგორც მათ არ გამოსდით” (მერლინ მონრო, ამერიკელი მსახიობი)

„ადამიანები ყოველთვის თვითონ იქმნიან პრობლემებს, როცა იმ ცხოვრებას ირჩევენ, რომელიც არ უნდათ, იმ ადამიანთან ცხოვრობენ, რომელიც არ უყვართ და იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც არ იციან (სილვი ტესტიუ, ფრანგი მწერალი)

„კეთილი ზღაპარია, როცა საკუთარი თავი გოლიათი გგონია, რეალობაა, როცა სარკეში იხედები და ლილიპუტს ხედავ” (კარლ ფრედრიკ ლუკას მუდისონი, შვედი სცენარისტი და კინორეჟისორი)

„იდიოტი ყოველთვის სხვისი პრობლემაა, ან ისეთი უნდა მიიღო, როგორც არის და თვითონ გაწვალდე, ან არ მიიღო და უფრო გაწვალდე” (სტივ ჰარვი, ამერიკელი კომიკოსი)

„ქალები მამაკაცებს გვიან ხვდებიან, რადგან ყოველთვის ყველგან აგვიანებენ” (ემილი დენფორთი, ამერიკელი ესეისტი)

„თავი შორს დაიჭირე უიღბლოებისგან! უიღბლობა გადამდები სენია, რომელიც არ იკურნება!” (სილვესტერ სტალონე, ამერიკელი მსახიობი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g