ცნობილი გახდა, რომ არიანა გრანდე ,,გრემის” დაჯილდოებას არ დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის შემსრულებელი, რომელმაც შესაძლოა ორ, ,,საუკეთესო პოპ-სოლო პერფორმანსისა” და ,,საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომის” ნომინაციებში გაიმარჯვოს, პრესტიჟული მუსიკალური პრემიის ორგანიზატორებთან ვერ შეთანხმდა.
გაირკვა, რომ ამერიკელი მომღერალი საღამოზე თავისი უკანასკნელი ჰიტის 7 rings შესრულებას გეგმავდა, რაზეც ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის მსგავსად, შოუს ასევე გამოტოვებს ტეილორ სვიფტი, რომელიც ლონდონში, საკულტო მიუზიკლის ,,კატები” ეკრანიზაციის გადაღებებზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემი” 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. ცერემონიალზე, რომელსაც ალიშა ქისი წაიყვანს, Dan + Shay, H.E.R., Post Malone Red Hot Chilli Peppers-თან ერთად, დაიანა როსი, მაილი საირუსი, ქარდი ბი, შონ მენდესი და სხვები იმღერებენ.