LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ გინესის რეკორდი დაამყარა

167
page

27 წლის არიანა გრანდემ გინესის რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა. ის პირველი არტისტი გახდა, რომლის ნამუშევრებმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში „ბილბორდის“ ცხელ ასეულში მოწინავე პოზიციის დაკავება ყველაზე ბევრჯერ მოახერხა.

მის შემოქმედებაში 5 ასეთი სიმღერაა, ესენია: Thank U, Next, 7 Rings, Stuck with U, Rain on Me და Positions.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2019 წელს კი ვარსკვლავმა „საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის“ კატეგორიაში „გრემის“ ჯილდო დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები