კომპანია Chart Data-ს მონაცემებით, პოპ-ვარსკვლავი, არიანა გრანდე პლატფორმა Spotify-ის რეკორდსმენია. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა, სტრიმინგზე 20,5 მილიარდზე მეტი მოსმენით, რიანას გადაასწრო და ყველაზე მეტი მოსმენის მქონე ქალი არტისტის ტიტულიც მოიპოვა.
„რიანას ვთხოვ, მალე გამოუშვას თავისი ალბომი, ამ შემთხვევაში მას შეეძლება, პირველობა დაიბრუნოს“. – დაწერა არიანამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, არიანა რიანას დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა, მომღერლებს, ერთმანეთთან ჯერ არ უთანამშრომლიათ.