არიანა გრანდე მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს. მეხუთე სტუდიური ალბომის გამოშვების შემდეგ, 26 წლის შემსრულებელი შედეგით ტკბება.
გაირკვა, რომ მიმდინარე კვირას ამერიკელი მომღერლის სამი სინგლი დისკიდან Thank U, Next, რომელიც გაყიდვაში 8 თებერვალს ჩაეშვა, ,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” პირველ, მეორე და მესამე პოზიციებზე გადანაწილდა.
საუბარია სიმღერებზე Thank U, Next, 7 Rings და Break Up with Your Girlfriend, I’m Bored.
View this post on Instagram
Ariana Grande rules this week’s #Hot100 ?
A post shared by Billboard (@billboard) on
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად, 1964 წელს დაფიქსირდა, როცა რეიტინგის სამეულში ,,ბითლზის” ჰიტები: She Loves You, I Want to Hold Your Hand და Please Please Me მოექცა.