LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიფები“ არიან, ამორალობის დონე და ფსკერია – გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

202
გკ

„არიფები“ არიან, რომ ჰგონიათ, რომ ამ პლაკეტებით ფონს გავლენ,- ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

„ეს არის ამორალური კამპანია, რომელიც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. მორალს მიღმაა ეს ყველაფერი. პოზების დაჭერა, მე რა შუაში ვარ – მაგარი „არიფები“ არიან, როგორი „არიფები“ არიან იცით?! ისეთ „არიფები“ არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოვლენ და იტყვიან, მეც არ მომწონსო. ამორალობის დონე და ფსკერია, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ვესაუბრებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ სხვა რამეზე. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში და იმ წარსულში იყვნენ „ნაცები“, მაგრამ თბილისს ვერ მოატყუებენ. იმიტომ არიან „არიფები“, რომ ჰგონიათ, ამით გამოძვრებიან, მაგრამ ვერ გამოძვრებიან“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, თბილისში ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი “არა ღალატს”.

ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა: ირაკლი კობახიძე ბანერებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g