LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის დღეები მართლა პურის ფული არ მაქვს ჯიბეში…არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვეღარ ვითმენ” – გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

679
BeFunky-collage - 2023-04-26T002459.658

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ხანდახან ვეღარ ვითმენ ჩემს დაგროვებულ გულისტკივილებს და ვიტყვი, ზუსტად ვიცი რომ სწორად გამიგებთ.

დღეს “ახალშობილ” დაჩის საჩუქარი გამოუგზავნეს და იმის მაგივრად ხალხს რომ გაუხარდეს შურთ, სწყინთ სამწუხაროდ. გაჭირვებულებს დაეხმარონო. ეს ხალხი მე რატო მთხოვს სხვის და საკუთარი თავის გასაკეთებელს ვერ ვხვდები. იმის ნახევარიც არ ექნებათ გაცემული, რასაც მე გავცემ ჩემი ჯიბიდან ჩუმად ყოველდღიურად. ვინც ჩემი აქტიური მაყურებელი ხართ, კარგად იცით რამდენ გაჭირვებულ ოჯახს, მოხუცებულს და ბავშვებს დავეხმარე და მომავალშიც იგივეს გავაკეთებ. არის დღეები მართლა პურის ფული არ მაქვს ჯიბეში, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს იმიტომ რომ არ მიყვარს წუწუნი და სხვას ვერაფერს მოვთხოვ.

მეც ისე ვწვალობ და ვშრომობ ყოველდღე როგორც თქვენ. ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც უამრავი რამე სჭირდება და რას მავალდებულებთ, მართლა ვერ ვხვდები. არა აქვს გივიკო დიდიას ბევრი ფული, გული აქვს კეთილი, ზედმეტად კეთილი და მიმტევებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრის თავხედურ გამოხტომებს ითმენს და თუ აქ რომელიმე ჩემი უახლოესი მეგობარი წაიკითხავს ამ პოსტს, გეტყვით, როგორ განვიცდი და ვდარდობ რასაც ახლა ვწერ და ერთ სიტყვასაც რომ არ ვიტყუები.
დავიღალე ………..”, – წერს გივიკო დიდია.

ვიდეო: „ძიას ბიჭი მოვიდა…ღმერთო , რა დიდებული გრძნობაა ძმისშვილი გულს ბაგაბუგი გააქ” – გივიკო დიდია ემოციურ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: „დეიბადა ჩვენი ბიჭი, ბიძიე გავხდი…მეშინია სიხარულისგან გული არ გამისკდეს” – გივიკო დიდია სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ, რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს” – რას წერს გივიკო დიდია სიყვარულზე

გივიკო დიდია: „თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული.. ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის“

გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან…გეფერებით ყველა გულნატკენ დედას, ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ” – რას წერს გივიკო დიდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g