LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის რამდენიმე ცენტრი, რომლებმაც გამოვაცხადეთ, რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეგვიძლია მოვემსახუროთ აქციის მონაწილეებს“ – ნათია ფანჯიკიძე

139
Capture

„შეუძლებელია, როდესაც ხედავ, რომ ერთ ადამიანს ურტყამს ათი, არ გამოხვიდე მის დასაცავად, ამ დროს ფიქრობ, იქნებ ვინმე მაინც დავიცვა ჩემი სიმრავლით“,- ამის შესახებ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ განაცხადა „ფორმულას“ ეთერში.

ფისქოლოგმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ „ეს ჩიხი თავიდან ბოლომდე მთავრობამ შექმნა“.

„ხალხს შანსიც კი არ დაუტოვეს, რომ ვინმე დაიღალოს და წავიდეს სახლში, ეს აგრესია არ გიტოვებს ამის შესაძლებლობას. შეუძლებელია მშვიდად უყურო, როდესაც ვიღაცას თავში ურტყამენ წიხლებს. შეუძლებელია, როდესაც ხედავ ერთ ადამიანს ათი ურტყამს, არ გამოხვიდე და არ თქვა „გაჩერდით“, შეუძლებელია არ გამოხვიდე, იქნებ ვინმე მაინც დავიცვა ჩემი სიმრავლით. ეს ჩიხი მთავრობამ შექმნა თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.  

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, „არის რამდენიმე ცენტრი, რომლებმაც გამოვაცხადეთ, რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეგვიძლია მოვემსახუროთ [აქციის მონაწილეებს]“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g