LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები მშენებარე ბინის შეძენისას და მოქალაქეები, რომლებიც შეძენილი უძრავი ქონების დაკარგვის წინაშე დგანან – იურისტის რჩევები

83
მშეებლობა

პრობლემები მშენებარე ბინის შეძენისას და მოქალაქეები, რომლებიც შეძენილი უძრავი ქონების დაკარგვის წინაშე დგანან – როგორც გაირკვა, მშენებარე ბინის შემთხვევაში პრობლემები კიდევ უფრო მრავლადაა. ამ თემაზე ჩვენ ორი კვირის წინ იურისტმა აბელ გეგიამ დაგვიანონსა, რომ ვრცლად მოგვიანებით მოგვიყვებოდა. გადაცემა “კანონის ფარგლებში” ამ თემაზე კომპეტენტურ რჩევებს მიიღებთ.

რა არის ის პრობლემები და კითხვები, რაც აინტერესებთ მოქალაქეებს, როცა ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობენ?

– როცა მშენებარე კორპუსში აპირებენ ბინის შეძენას, უნდა გაარკვიონ, რამდენად სანდოა კომპანია. თუ იურისტთან გაივლიან კონსულტაციას, ის ვალდებულია სამართლებრივი დახმარება გაუწიოს, მოიპოვოს ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ხომ არ არის ვალაუვალი, მოვალეთა რეესტრში ხომ არ არის, რა აუშენებია, რა ხარისხის და ა. შ. კომპანიაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ თანამშრომლობის დაწყებამდე. მეორე საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია – აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ხელშეკრულებას გვთავაზობს, ეს იქნება ნასყიდობის, წინასწარი ნასყიდობის, თუ კორპუსია დასანგრევი და ბინაა ასაშენებელი, ეს კიდევ სხვა თემაა და აქაც უნდა დავინტერესდეთ, რა ტიპის ხელშეკრულებას გვთავაზობს ინვესტორი. კანონმდებლობა ითვალისწინებს მაგ. აღნაგობის ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის აშენების უფლებით აძლევენ მხოლოდ მიწის ნაკვეთს ინვესტორს, ეს ნაკვეთი კი იმ პირების საკუთრებაში რჩება, ვის სახელზეც იყო თავდაპირველად.

თუ ამ დეტალებს არ ითვალისწინებენ მოქალაქეები, შეიძლება თუ არა საქმე ბინის დაკარგვამდე მივიდეს, ან შეიძლება არ ჩანდეს მოვალეთა რეესტრში, მაგრამ მოგვიანებით შეექმნას კომპანიას პრობლემა?

– სამწუხაროდ არის ასეთი შემთხვევები, რომ კომპანიები ვეღარ აშენებენ, თანხის არასწორი მენეჯმენტის გამო. ამიტომ არის საჭირო სწორი სამართლებრივი ხელშეკრულების დადება. თუ ინვესტორს თავიდანვე საკუთრებაში გადავეცით ფართი, ამის დაბრუნება გაცილებით რთულია, ვიდრე თუ მხოლოდ აშენების უფლებას გადავცემთ.

– არის კიდევ სხვა დეტალები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ?

– არის კიდევ ერთი, რაც ბინას აძვირებს, მაგრამ რისკებს ამცირებს. ეს არის საბანკო გარანტია. როცა ინვესტორი მოქალაქეებს ესაუბრება კორპუსის აშენებაზე, შეიძლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა შესთავაზონ – თუ ინვესტორს ფინანსური პრობლემა შეექმნება, საბანკო გარანტიით იყოს ეს რისკი დაზღვეული. ასეთ დროს ბანკია ვალდებული, გადაუხადოს მოქალაქეებს გარკვეული თანხა. თუ ინვესტორს საბანკო გარანტია ექნება, ეს ნიშნავს, რომ ბანკი ამოწმებს ამ კომპანიას. რისკი მცირდება. ბანკი არ ჩადებს თანხას და არ დაიწყებს იმ კომპანიასთან თანამშრომლობას, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ასეთ საქმიანობას, მშენებლობას, ანგრევენ, აშენებენ კეთილსინდისიერად, მაგრამ ყველა ასე არაა. ვინც აპირებს მომავალში მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას, გაიარონ კონსულტაცია ადვოკატთან, ვისაც ამ თემებზე უმუშავიათ. მნიშვნელოვანია, შემოწმდეს, რა ტიპის კორპუსი შენდება. თუ ერთი და ორი სართული აკლია, ალბათობა უფრო დიდია , რომ დასრულდეს, როცა ე. წ. ჰაერს ყიდულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g