LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში… ამ მშობლებმაც ერთი მხრივ რა ჰქნან?! – პედიატრი თემურ მიქელაძე

105
miqeladze

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა შემთხვევებზე, როდესაც ვირუსის მატარებელი ბავშვები ბაღში დადიან.

„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში. მათ დეკრეტული შვებულებები საკმაოდ მოკლე აქვთ. ეს არის ჩვენი კომერციული აგრესია მშობლებზეც. ამ მშობლებმაც ერთი მხრივ რა ჰქნან?! მშობლებს ვურჩევ, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის პერიოდში ბავშვი მინიმუმ ერთი კვირა, ათი დღე იყოს სახლში. იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხელების ხშირად დაბანა, ხველის ან ცემინების დროს არა ხელისგულის, არამედ იდაყვის აფარება. ხელისგული არის ყველაზე ხშირი დამაინფიცირებელი საშუალება ბავშვების. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ბალანსირებული, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, ხილით დატვირთვა. დახურული სივრცეების განიავება დღეში 3-4-ჯერ მაინც“ –  განაცხადა თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g