კანის კინოფესტივალიდან დაბრუნებული რიანა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 29 წლის მომღერალი ორსულად არის. მიზეზად რირის ახალი ფოტოები დასახელდა, რომლებზეც ვარსკვლავი წონაში მკვეთრად არის მომატებული.
თავად მომღერალი ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებს და დიდი ალბათობით არც გააკეთებს, რადგან ჭორები რიანას ორსულობაზე მედიაში პირველად არ გავრცელებულა.

