LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს“ – საზმაუს 57 თანამშრომლის საერთო განცხადება

1139
საზმაუ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს , რომელშიც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერებაზე და მოითხოვს, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.

განცხადებას ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის კონსტიტუციით გამყარებულ ვალდებულებას არღვევს.

„ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ია ფარულავა: ნინო ლაღიძეს დავუთმე ჩემს მაგივრად ეთერი და ვამაყობ ამით

ია ფარულავა: ნინო ლაღიძეს დავუთმე ჩემს მაგივრად ეთერი და ვამაყობ ამით

ხელმომწერები ყურადღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე ამახვილებენ, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა განსაზღვრული და ფიქრობენ, რომ „სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.

ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს“. – ვკითხულობთ განცხადებაში.

პირველ არხთან აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და არხის თანამშრომლებს შორის კამათი იყო

განცხადებას ხელს აწერენ:

გივი კიტია – ვიდეო მემონტაჟე
სოფიო ქელბაქიანი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური/ინჯესტი
თამაზ მამალაძე – ვებ-რედაქტორი
ეკატერინე კოპალიანი – ჟურნალისტი
ნიკოლოზ ბერაძე – კორესპონდენტი
ლექსო ქურხული – ვებრედაქტორი
სოფო ჩინჩალაძე – არქივის რედაქტორი
მამუკა ბერძენიშვილი – ანონსების მემონტაჟე
ირაკლი რატიანი – პროდუსერი
შავლეგო გეგეჭკორი – რადიოგადაცემების წამყვანი
გიორგი ღრეული – პროდაქშენის ოპერატორი
რობერტ ბუაძე – ოპერატორი
ელენე კვირცხალია – პროდიუსერი
შალვა შენგელია – რეჟისორი
სოფიო დემეტრაშვილო – კორესპონდენტი
თამთა რუხაძე – ჟურნალისტი
თამარ ჭინჭარაული – აღმასრულებელი პროდიუსერი
მარიამ ფირცხალავა – აღმასრულებელი პროდიუსერი
ნია ბარაბაძე – აღმასრულებელი პროდიუსერი
ქეთევან ვაშაგაშვილი – რეჟისორი
ირმა ჩუბინიძე – რეჟისორი
ნინო დადვანი – რეჟისორი
დიმიტრი სილაქაძე – თანაწამყვანი
ლიკა ევგენიძე – წამყვანი
გიორგი შარვაშიძე – წამყვანი
ანა მეტრეველი – პროდიუსერის ასისტენტი
ლევან ლეკიაშვილი – ოპერატორი
თორნიკე მიროტაძე – ოპერატორი
სოსო კაციტაძე – რეპორტიორი
მერი შიხაშვილი – რეპორტიორი
პაატა კახაძე მონტაჟის – რეჟისორი
ომარ წოწორია – რეპორტიორი
ირმა ჩინჩალაძე – საქმისწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტუხა კვინიკაძე – რედაქტორი
გურანდა გოგოჩაშვილი – რეპორტიორი
ელენე ქავთარაძე – საქმისწარმოების სამსახურის უფროსი
მარიამ ქართველიშვილი – კორესპონდენტი
ცირა კობეშავიძე – აღმასრულებელი პროდიუსერი
ზურა ხოფერია – მონტაჟის რეჟისორი
ანი ჯობავა – ჟურნალისტი
თეა კახიანი – მონიტორინგის მენეჯერი
ალექსანდრე – შერვაშიძე ოპერატორი
გოჩა ჟორჟოლიანი – პროდიუსერი
ანა აბაკელია – ჟურნალისტი
თამთა წერეთელი ჟურნალისტი
დავით ქავთარაძე – გრაფიკოსი
კახა ბუხრაშვილი – ოპერატორი
გიორგი დეკანოიძე – რეჟისორი
თამარ მშვენიერაძე – რეპორტიორი/პროდიუსერი
კახაბერ მელიქიძე – რეჟისორი
რომან ხრიკული – ოპერატორი
გივი ჩიმაკაძე – ოპერატორი
ვასილ ივანოვ ჩიქოვანი – წამყვანი
დათო ტიღაშვილი – ოპერატორი
ქეთევან კაპანაძე – პროდიუსერი
ნინო ზაუტაშვილი – წამყვანი
მაია ნაცვლიშვილი – ადამიანური რესურსების მენეჯერი
გიორგი ვაშაყმაძე – ოპერატორი
პაპუნა მოსიძე – რეჟისორი
გიორგი ებრალიძე – რეჟისორი

ხელმოწერები გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g