LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არმია დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს – „გირჩი – მეტი თავისუფლება” სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

158
Untitled design (1)

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მოგონილი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, აღმოიფხვრება, პარტია განცხადებით ეხმიანება.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა შედეგს“: პრემიერი სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებას აანონსებს

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.

„დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღარ მისცემს შესაძლებლობას რომელიმე კონფესიას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, საკუთარი სასულიერო პირები დაიცვას ვითომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, სინამდვილეში კი – სავალდებულო მონობისგან.

ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან.

სწორედ ამ მიზეზების გამო, უკრაინამ, რომელიც ამჟამად ეფექტურად იბრძვის რუსეთის დედააფეთქებული იმპერიის წინააღმდეგ, ომის პირობებში გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ამ სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.

ერთადერთი, ვისაც მთელი ეს წლები ყელში ეჩხირებოდა კანონმდებოლბაში სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც წარმოადგენს რუსეთის რეზიდენტურის მთავარ ცენტრს ამ ქვეყანაში და რომლის ინტერესებშიცაა საქართველომ შეინარჩუნოს ეს არქაული და ძვირად ღირებული სისტემა, რათა მაქსიმალურად დროში გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობის დაწყება.

განსხვავებით სხვა პარტიებისგან, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ყოველთვის ითხოვდა და ახლაც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებასა და პროფესიონალური, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი არმიის შექმნას.

საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უნიკალური და ამ სიცოცხლის თითოეული წამი არის მისი და მხოლოდ მისი საკუთრება.
ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ. ამიტომ მათ უნდა წავართვათ ძალაუფლება“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

magti 5g