ილია თოფურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ილია წერს, ნამდვილი გამარჯვება სწორედ ისაა, რომ არასოდეს დაივიწყო საიდან მოდიხარ.
მებრძოლი აღნიშნავს, რომ ამაყობს თავისი ქართული ფესვებით, რამაც წარმატებამდე მიიყვანა.
„არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა,
მაგრამ გული მადლიერებით ივსება.
ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა,
და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ.
ნამდვილი გამარჯვება ის არის – არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა,“ – წერს ილია თოფურია და კადრებს გვიზიარებს.



