LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს რისკი, რომ საქართველოში ზამთრის სეზონი ისევ ჩავარდეს და კურორტები არ გახსნან

176
556202461533c16857a46ed5bfb7c21c-XL

ტურისტული სექტორში რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ზამთრის სეზონი, შესაძლოა წელსაც ჩავარდეს. როგორც  ტურისტული კომპანიის “ტრაფიკ თრეველის” მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ყოფილა ხელისუფლებისგან, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად გაიხსნება.

„უკვე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რომ ზამთრისთვის მოვიზიდოთ სტუმრები. მაგრამ ყველაფერი იწყება იმით, რომ კოვიდის გავრცელების კუთხით, ისევ მაღალი რისკის ქვეყანა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ წითელი ზონიდან უკვე ამოგვიღო, თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, ისევ დავბრუნდებით უკან. ამიტომ, არსებობს რისკი, რომ სეზონი ისევ ჩავარდეს. არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ყოფილა ხელისუფლებისგან, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად გაიხსნება. ოქტომბერი მთავრდება და ეს აქამდე უნდა ეთქვათ. აბსოლუტურად არასწორი იქნება, რამე ფორმით თუ ისევ შეეხებიან ზამთრის კურორტებს. უკვე ვნახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული მიმართულება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე“- აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, გასულ წელს სამთო-სათხილამურო კურორტებს გახსნის უფლება მხოლოდ 8 მარტს მიეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g