LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 20 და 21 წლის ბიჭების ცხედრები იპოვეს

216
police-don't-cross

არსებული ინფორმაციით, მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს.

მედიაში ადგილობრივების კომენტარზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხოვრობდნენ ბინაში.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, ბიჭები 20 და 21 წლის იყვნენ.

თუ რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g