დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 5 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი თქმით, გარდაცვლილების ასაკი 40-დან 81 წელია.
„1. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო – მამაკაცი 81 წლის, შევიდა: 14.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020;
დიაგნოზი: კოვიდ 19; ორმხრივი პნევმონია; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; შოკი.
2. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო – ქალი 49 წლის, შევიდა: 18.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020;
დიაგნოზი: კოვიდ 19; ორმხრივი პნევმონია; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ანემია; შოკი; დაუზუსტებელი გულის გაჩერება; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; დიალიზდამოკიდებული;
3. გარდაცვალება -რესპუბლიკური საავადმყოფო-კაცი 40 წლის; გარდაცვალების დრო: 21.10.20წ 03:10; თანმხლები: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება;
4. კლინიკა მედინა -კაცი, 66 წლის; შესვლის თარიღი 20.10.2020 გარდაცვალების 21 10 2020 23:15; დიაგნოზი: მიოკარდიუმის ინფარქტი; მძიმე სარქვლოვანი პატოლოგია; მარჯვენამხრივი; კოვიდ 19; პნევმონია;
5. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი-60 წლის კაცი-გარდაცვალება: 21.10.2020; დიაგნოზი: ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა“- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.