რთულად ჩავლილი 70 წელიწადი და სწავლა, როგორც გზა დეპრესიიდან გამოსასვლელად – გიორგი მიქაძე თსუ-ის სტუდენტია. მესამე წელია, რაც ბატონი გიორგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება. სწავლის პარალელურად კი, გიდად მუშაობს. გიორგიმ სკოლა პეტერბურგში დაამთავრა, მისი ახალგაზრდობის წლებიც და პროფესიული განვითარებაც სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება. მოგვიანებით, მიქაძე მეუღლეს დაშორდა და საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
ქართულად წერა-კითხვა მამიდამ ასწავლა. მალე სამშობლოში დაბრუნებული ოჯახს მეორედ ქმნის და ვაჟი შეეძინება. ამის შემდეგ კი, გიორგი მიქაძის ცხოვრებაში კვლავ რთული პერიოდი დგება – მეორე მეუღლე გარდაიცვლება და მიქაძე დეპრესიაშია. წლების შემდეგ, დეპრესიის დასაძლევად გიორგის საკუთარი ვაჟი სთავაზობს, რომ ერთად ისწავლონ. სწორედ აქედან იწყება სწავლების ხანგრძლივი და საინტერესო პერიოდი.
რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრების შესახებ 70 წლის სტუდენტმა “ფორტუნას” უამბო.
თათია კაკიაშვილი