LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 55 წლიდან უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ: ვატო სურგულაძე

124
ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის განმარტებით, „სინოფარმის“ ვაქცინის შემოსვლა და მოსახლეობის აცრა ძალიან კარგია, მაგრამ სურგულაძის განმარტებით საჭიროა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი 55-დან ქვემოთ ჩამოვიდეს. აღნიშნული განცხადება მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

დღეიდან საქართველოში „სინოფარმით“ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

მისი განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს, მაგრამ მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

ძალიან ცუდად და უარყოფითად ვაფასებ ვაქცინაციის პროცესს…ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვაქცინა არ გვაქვს: ვატო სურგულაძე

„ძალიან დიდი ალბათობით ჯანმო ამ კვირაში „სიონოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაციას მისცემს. ძალიან მაღალი ალბათობაა ამისი და სწორსაც გააკეთებს. ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები „სინოფარმის“ 78.1 ეფექტიანობასთან დაკავშირებით არ არის ცუდი.

ეფექტიანობა სხვადასხვა ტიპისაა. მაგალითად, მაჩვენებელი ეფექტიანობის, რომ არ დაგემართება კორონავირუსი, ან ძალიან მსუბუქ ფორმაში წარიმართება ვირუსი. მაჩვენებელი ეფექტიანობის, რომ თუ დაგემართება კოვიდი, არ დაგჭირდება საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის გავლა.

ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებელი, რაც გამოაქვეყნა ჯანმომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩემი ახლობლები ყველა დავარეგისტრირე სინოფარმის ვაქცინის გასაკეთებლად.

მე უკვე გავიკეთე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ამ დღეებში მეორე დოზასაც გავიკეთებ. მივესალმები ვაქცინაციას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს და საქართველოში ეს პროცესი ძალიან ცუდად და ნელა მიდის.

მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს და მეორე პრობლემა ვაქცინების არქონაა. 

შეზღუდვა ასტრაზენეკაზე 55 წელს ზევით არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. ერთადერთი ევროპაში არის 30 წელს ზევით, ისიც ქალბატონებში და კონკრეტულად იმათთვის, რომლებიც კონტრაცეპტივებს იყენებენ. ასაკობრივი ზღვარი ასტრაზენეკას შემთხვევაში უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ. ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას ამაში. ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილია სინოფარმის ვაქცინაზე და ეს არ არის კარგი“, – განმარტა ვატო სურგულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g