LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასაკს მოუკვდა პატრონი! წუწუნი არ გამაგონოთ არაფერზე! გაიღიმეთ! – ნუგზარ რუხაძე 81 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

323
Untitled design (2)

„ასაკს მოუკვდა პატრონი! ჩემხელებო და, მით უმეტეს, ახალგაზრდებო, წუწუნი არ გამაგონოთ არაფერზე! სადაა ვიშვიშის და დარდის დრო! გაიღიმეთ, გენაცვალეთ!“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ​მთარგმნელი, პედაგოგი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე წერს.

როგორც ნუგზარ რუხაძე აცხადებს, 81 წლის გახდა, თუმცა უამრავი რამის გაკეთება აქვს ჩაფიქრებული და წლების თვლაზე დროის დახარჯვას არ აპირებს.

„81 წლის გავხდი, მაგრამ არ მიკვირს. ასაკმა, თურმე, განზომილება იცვალა. მითხრეს, შუახნის კაცი ხარო და დავიჯერე. იმდენი რამე მაქვს ჩაფიქრებული და გასაკეთებელი, წლების თვლაზე ვერ დავხარჯავ დროს. მაგრად მეხალისება ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, განსაკუთრებით, ის, რაც ყველაზე კარგად ვიცი, ანუ, როგორ ვასწავლო ადამიანებს ინგლისური. აკი, ამ ორიოდე თვის წინ, ჩემს უნიჭიერეს ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად, ინტერნეტში ენის სწავლების უახლესი პროგრამა დავდე. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ხელში აიტაცა ყველამ, ვინც ნახა, და სწავლას შეუდგა ეგრევე. ასაკს მოუკვდა პატრონი! ჩემხელებო და, მით უმეტეს, ახალგაზრდებო, წუწუნი არ გამაგონოთ არაფერზე! სადაა ვიშვიშის და დარდის დრო! გაიღიმეთ, გენაცვალეთ!“, – წერს ნუგზარ რუხაძე.

 

81 წლის გავხდი, მაგრამ არ მიკვირს. ასაკმა, თურმე, განზომილება იცვალა. მითხრეს, შუახნის კაცი ხარო და დავიჯერე. იმდენი…

Posted by Nugzar B. Ruhadze • ნუგზარ ბ. რუხაძე on Tuesday, 2 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g