LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასარევად მოსული ხალხი მტკვარში ნაღდად არ გადმოხტება – ოქრუაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

iraklioqruashvi

ირაკლი ოქრუშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ლოკაციასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს რჩევებს აძლევს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თუ ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ოქრუაშვილი მათ ურჩევს, ცერემონია მტკვარზე გამართონ.

„სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ შედგებაო.

გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება.

ამიტომ, მტკვარზე დიდი ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე, თავისი ქართულით, ფიცის წაკითხვასაც მორჩება. ასარევად მოსული ხალხი კი მტკვარში ნაღდად არ გადმოხტება, წყალი ეხლა ისეთი ცივია.

პ.ს. არღანის წაღება არ დაგავიწყდეთ, მტკვარზე დაცურებულ ტივს უხდება, ოღონდ რუჩკა სალომეს ბიჭს დაატრიალებინე აუცილებლად,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები