LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე მგონია, რეალობას მოვწყდი… მამიდა ამბობს, დაველოდებიო… მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს – ხათუნა ხოფერია

509
page

რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა. 

ქართველი მებრძოლი,  19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ძმაა.

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ძმასთან დაკავშირებით წერს:

„ასე მგონია, რეალობას მოვწყდი.

მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირივარ.

54 წელი შენთან ერთად… დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს – … დამთავრებული შენი ბოლო წერილით… უამრავი სიხარულით და ბედნიერებით… ჩემზე და ჩემ შვილებზე ზრუნვით.

ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობასთქო და… ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში… როგორ ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.

რა საშინელო ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ… როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და… ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი…
რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი… იქნებ… იქნებ… იქნებ…

ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა…
მამიდა ამბობს, დაველოდებიო…
მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს…
არ ვიცი… რეალობას მოვწყდი…“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

„რატომ არ კვდება შენი ხათუნა“ – რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე

ნინო ორდენიძე: ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა! გმირულად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი საამაყო მეგობარი, ბახვა ჩიქობავა

“ხათუნას ძმა… ბექას ბიძა, ნინას ბაბუა..”, “ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა.. ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით” – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან- კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g