პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
„უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან.
უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც.
ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!“ – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის წერილში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება.
სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება.
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა…
ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში